|
2020-05-11 10:58:04, 6261 ნახვა
სხვადასხვა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას
დღეიდან „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას როგორც ავტომობილების გაყიდვის, ასევე ავტოსერვისის მიმართულებით. „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილების შესაძენად თქვენ ისევ შეგიძლიათ ესტუმროთ კომპანიის შოურუმს, ადგილზე შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი და გაიაროთ ტესტ დრაივი. „ტოიოტა თეგეტა“ სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფოს და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით ემსახურება მომხმარებლებს. კომპანიის პერსონალი სრულად არის ეკიპირებული და დაცული ვირუსის გადადების შემთხვევისაგან, ასევე მუდმივად კეთდება შოურუმის, სერვისის და ავტომობილების დეზინფექცია. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, როგორც ყოველთვის, ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სთავაზობს სავალი ნაწილის უფასო დიაგნოსტიკას და ელ. დიაგნოსტიკას 50%-იანი ფასდაკლებით. ამასთანავე თქვენ შეგიძლიად უფასოდ ისარგებლოთ „ტოიოტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „ტოიოტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი, აღსანიშნავია რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ. დამატებითი უსაფრთხოებისთვის სერვისიდან გამოსული ავტომობილი გადის სრულ დეზინფექციას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)