|
2020-05-08 11:33:20, 1464 ნახვა
რეგიონი
საჩხერეში მცხოვრებ 10 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კემლინ ფურლე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ფაბრიკის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულეს. დევნილ ოჯახებთან გამართულ შეხვედრას საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ესწრებოდნენ. იძულებით გადაადგილებული 10 ოჯახი საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩა N10-ში წლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გადაწვეტილება უკვე მიღებულია და უახლოეს მომავალში, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ. მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 1000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)