|
2020-05-08 11:21:18, 1235 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ღია წერილით მიმართავს. ევრონესტის ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუს კუბილიუსი წერს, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება აუცილებელია, რომ შესრულდეს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმების შეუსრულებლობა პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. „რამდენიმე თვის წინ, ბევრი რამ დავწერე საქართველოს პოლიტიკურ კრიზისის შესახებ, ასევე ჩვენი ძალისხმევის შესახებ, რომლის საშუალებითაც დავეხმარეთ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, რათა მიეღწიათ შეთანხმებისთვის და იმ კრიზისის დაძლევისთვის, რომელიც საერთაშორისო ნდობას მოიტანდა. მოხარული ვარ, რომ 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს“, - წერს კუბილიუსი. წერილში ანდრიუს კუბილიუსი საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავას და გიორგი რურუას საქმეზე და აღნიშნავს, რომ მათი პატიმრობაში დატოვება ეჭვქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას. „სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ პოლარიზება კვლავ აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების შესაბამისად, მომავალი არჩევნების ჩატარების საკითხი ეჭვქვეშაა“, - განაცხადა კუბილიუსმა. ევროპარლამენტარი ღია წერილში საუბრობს იმაზეც, რომ გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, 8 მარტის შეთანხმების განხორციელების საკითხს თვალს ადევნებენ. "მთავრობისთვის საჭიროა მკაფიო მოწოდება, რომ უზრუნველყოს საჭირო პირობები 2020-ს არჩევნებისთვის“, - აღნიშნავს კუბილიუსი.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)