|
2020-05-06 18:01:05, 1620 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის ფერმერებს ბოსტნეულის ჩითილები უფასოდ გადაეცემა
შუახევში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ფერმერებზე ბოსტნეულის ჩითილების უფასოდ გაცემა დაიწყო. მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე. ფერმერების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ეკოლოგიურად სუფთა საჩითილე მასალა გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას. აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილი იქნა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული, რომელთა საერთო რაოდენობა აღწევს 350000 ცალს. მოყვანილი ჩითილები, დაურიგდებათ ასევე ხულოს და ქედის ფერმერებს. ,,აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, დღეიდან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა უფასოდ მიიღებს უხვმოსავლიან, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილებს. პირველ ეტაპზე, საცდელად, ერთ ოჯახს პამიდორის 30 ჩითილი გადაეცემა. ჯამში, დღეს 120 000 ცალი ჩითილი გაიცა. პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ადგილობრივები მიღებენ ასევე ბოსტნეულის სხვადასხვა კულტურებს “- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)