|
2020-05-06 17:44:21, 2345 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის რეიტინგი რუსეთში რეკორდულად დაეცა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი, გამოკითხვის მიხედვით 59%-მდე დაეცა, რაც წინა თვეში 63%-ს შეადგენდა. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, ეს პუტინისთვის ყველაზე მცირე მაჩვენებელია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია Levada Center-ზე დაყრდნობით, როიტერსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, Levada Center-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ პუტინის რეიტინგის 1-2%-ით შემცირებას კორონავირუსის გამო, სატელეფონო გასაუბრებით ჩატარებულმა კვლევამ გამოიწვია. თუმცა, ცენტრის დირექტორის მოადგილის, დენის ვოლკოვის აზრით, შეიძლება კვლევის მეთოდოლოგიის შეცვლას მცირედი ცდომილება ახასიათებდეს, თუმცა პუტინის რეიტინგი სულ რომ 61%-მდე დაცემულიყო, ეს 2013 წლის რეიტინგის ტოლფასი იქნებოდა. Levada Center-ის მიხედვით, კვლევა 24-27 აპრილს ჩატარდა და ჯამში, 1609 ადამიანი გამოიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)