09:48 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 20:38:34, 16022 ნახვა

კულტურა
წულუკიანი - საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემები წერენ იმის შესახებ, რომ საქართველოში ნომერ პირველი დონორი, ბიძინა ივანიშვილი გვყავს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემები, ერთი მეორეს მიყოლებით წერენ იმის შესახებ, რომ ჩვენ, საქართველოში გვყავს მსოფლიოში ნომერ პირველი დონორი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემები, ერთი მეორეს მიყოლებით წერენ იმის შესახებ, რომ ჩვენ, საქართველოში გვყავს მსოფლიოში ნომერ პირველი დონორი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე და მრავალი წლის მანძილზე საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი, რომელმაც არამხოლოდ ქართულ კულტურაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში თავისი საკუთარი და ოჯახის თანხები ჩადო იმისთვის, რომ მრავალი ტაძარი, მრავალი ობიექტი გადარჩენილიყო, არამედ დღეს, მსოფლიოში პირველი დონორია ერთ სულ მოსახლეზე ჩარიცხული თანხით COVID ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ქვეყანას ჰყავს ასეთი ადამიანი, რომლის იმედიც არამხოლოდ ხალხს შეიძლება ჰქონდეს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებსაც. ასეთი კომფორტი ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს და რა თქმა უნდა თითოეული მოქალაქისგან მას და მის ოჯახს ეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა", განაცხადა თეა წულუკიანმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics