11:09 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 18:38:38, 1403 ნახვა

საზოგადოება
ბელორუსია და რუსეთი 9 მაისის აღლუმის გაუქმებას არ გეგმავს

ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, გამარჯვების აღლუმის გაუქმების მიზეზი არ არსებობს, მისი თქმით ეს არ მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გავლენას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მინსკისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა რასაც ვერ გადადებს.

„არავის ვაძალებთ და არავის მივათრევთ სღლუმზე, დარწმუნებული ვარ, რომ დაძალების გარეშეც ბევრი ხალხი მოვა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ისევე როგორც ბელორუსია ასევე რუსეთიც გადაჭრით გეგმავს აღლუმის ჩატარებას. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური მდგომარეობისა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პაესკოვმა მედია სააგენტოებს განუცხადა, რომ აღლუმის გადადებასა და შეზღუდვებზე საუბარი არ არის, მიუხედავად მოსკოვში არსებული შეზღუდვისა, რომლის თანახმადაც იკრძალება 5000 კაცზე მეტი საჯარო თავყრილობა.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით ბოლორუსიაში დაავადებულთა რიცხვი 17,489 ადამიანს აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 103 ადამიანს შეადგენს.

ხოლო რუსეთის მდგომარეობა ბევრად მძიმე ნიშნულს აღწევს, რომლითაც იგი საფრანგეთს უტოლდება. რუსეთში ინფიცირების 145,268 შემთვევა დაფიქსირდა, ხოლოდ 1,356 ადამიანია გარდაცვლილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics