|
2020-05-04 13:03:56, 1371 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრმა კანონპროექტში შესულ საგადასახადო ცვლილებებზე ისაუბრა
ჩვენ წარვადგინეთ საქართველოს კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საგადასახადო ცვლილებებს. ეს ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის სუფსიდირებას, რომლითაც ისარგებლებს ყველა საშემოსავლოს გადამხდელი - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიებს ევალებათ სწორი ინფორმაციის მიწოდება დასაქმებულ პირებზე, ხოლო არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში ჯარიმა დაეკისრებათ კომპენსირებული თანხის გაორმაგებული რაოდენობით. „დღეს ჩვენ წარვადგინეთ საქართველოს კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საგადასახადო ცვლილებებს. ეს ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის სუფსიდირებას, რომლითაც ისარგებლებს ყველა საშემოსავლოს გადამხდელი. მოგეხსენებათ კომპანიებს 1500 ლარამდე სახელფასო გადახდებზე შეღავათი ექნებათ, ხოლო 750 ლარამდე სახელფასო გასავალზე გაუნულდებათ გადასახადი და გადახდილად ჩაეთვლებათ. ეს ცვლილება მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და წახალისებას იმ ბიზნესის და კომპანიების რომელბიც გააგრძელებენ ხელაფსის გადახდას თანამშრომლებზე. შეგახსენებთ გარდა საგადასახადო ცვლილებებისა, სახელმწიფო ჯამში 1200 ლარის ოდენობით დახმარებას გაუწევს, იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ ოფიციალურად და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უმუშევრები დარჩნენ ან უბრალოდ ხელფასს ვერ იღებენ ამ დროისთვის. ორივე შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსში ჩვენ ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, სწორი ინფორმაციის წარდგენა და ვალდებულება ეკისრება კომპანიას, თუ ისინი არასწორ ინფორამციას მოგვაწვდიან ამ შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს ავირიდოთ მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადამხდელზეც გადანაწილდეს. ჩვენ ასევე დავაინიცირეთ დადგენლიების პროექტი, რომელიც შეეხება იმ საკომპენსაციო პაკეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა - რაც მოიცავს, დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგვასთან დაკავშირებული კომპენსაციები , ეს ეხება იმ დასაქმებულ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ხელფასი საგადასახადო ორგანოში, დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით და საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეუწყდათ ან შეეზღუდათ შრომითი ურთიერთობა ან აღარ იღებენ ხელფასს. ამ შემთხვევაში ეძლევათ 200 ლარის კომპენსაცია 6 თვით, პირველი მაისიდან. შემდეგი პუნქტი მოიცავს ინდივიდუალურ მეწარმეების, მცირე ბიზნეს მეწარმეების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს - მათ, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს თუ 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდა,მათ ეძლევათ კომპენსაცია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. ეს ეხება ასევე მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებსაც, თუ მათ ეს სტატუსი 2020 წლის პირველ აპრილამდე ჰქონდათ მინიჭებული. ეს ცვლილება შეეხება, ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირდება,გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა თუ ის წარადგენს საბუთს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდა შემოსავალი, მიიღებენ ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)