|
2020-05-03 18:34:00, 1977 ნახვა
რეგიონი
სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აწარმოებენ
სოფელ მუშევანში ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი, ეპიდემიოლოგებთან ერთად ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. ეპიდემიოლოგებთან ერთად სოფელში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. ეპიდემიოლოგებისა და ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 4 მაისს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფები სოფელში დადასტურებული კონტაქტებიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ. „სოფელში მედიკოსებთან ერთად ვიმყოფებოდით. მუშევანის მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ შემდგომი ვლევებთან დაკავშირებით. ხვალ მედიკოსთა ჯგუფები მოსახლეობის ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ. ჩვენს მედიკოსებს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფებიც შეუერთდებიან. ვფიქრობ, სოფლის მოსახლეობას მკაფიოდ ესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოფელში მედიკოსების მუშაობას. დღეს მედიკოსები შესაბამის სამუშაოებს შეფერხების გარეშე აწარმოებენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)