|
2020-04-30 15:29:58, 1572 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია ჩაერთო. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო და პროექტში ჩართულ კომპანიებს - m2, შპს „ბლოქსი“, „კინგს გარდენი“, „თურმანიძე პლუსი“, „გადამზიდი“ და „სოლუშენ გრუპი“ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „დახმარებების მიმართულებით აქტიურობა გრძელდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შპს „გადამზიდს“, „თურმანიძე პლუსს“, „ბლოქსის“, „კინგს გარდენისა“ და „სოლუშენ გრუპის“ წარმომადგენლებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა კომპანია m2-ს, რადგან ისინი აღნიშნულ კამპანიაში უკვე მეორედ მონაწილეობენ. მადლობა ყველა ბიზნესკომპანიას და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში არიან ჩართული, თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 15 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ. მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)