|
2020-04-28 15:23:11, 1649 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - იმ პირებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, მაისის თვიდან დაიწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციის გაცემა
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, იმ პირებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, მაისის თვიდან დაიწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციის გაცემა. „შემდეგია დაქირავებით დასაქმებული პირები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი. ნებისმიერ შემთხვევაში თუ პირს აღარ ერიცხება ხელფასი, არ აქვს მნიშვნელობა ეს რის გამოა, ყველა ასეთი პირი გავა ასეთ ტერმინში. მიმდინარე თვის მაისის თვიდან დაიწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციის გაცემა უკვე აპრილის თვეში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთათვის. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ერთხელ მაინც აქვს აღებული ხელფასი და შემდეგ თვეებში ვეღარ იღებდნენ ხელფასს, ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგეს დამქირავებელი. კომპენსაციის ოდენობას რაც შეეხება, აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1 200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემაც განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, კომპენსაციის მოთხოვნისთვის დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე (საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად) ელექტრონულად, გადამხდელის პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ერთხელ მაინც აქვს გაცემული ხელფასი 2020 წლის პირველ კვარტალში და აღარ გაუცია წინა თვეში. დამქირავებელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს შემდეგ ინფორმაციას: · დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; · დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები; · დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი). ყოველი თვის 20 რიცხვამდე, დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოამზადებს საკომპენსაციო პირთა ერთიან ბაზას და გაუგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა პირის საბანკო ანგარიშზე. პირველი საკომპენსაციო თვე იქნება 2020 წლის აპრილი.
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)