|
2015-08-17 10:40:37, 603 ნახვა
სამართალი
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის პროცესი დღეს განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება. ადვოკატი სოსანაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, დანაშაული არ ჩაუდენია. "ბრალდების მხარეს ჰყავს ისეთი მოწმეები, რომლებმაც ავტომანქანის ფერი ვერ გაარჩიეს, მანქანაში მყოფი პიროვნება ამოიცნეს.თუმცა ვვერც ერთმა ვერ დაასახელა, რა მომენტში გადმოვიდა სოსანაშვილი მანქანიდან, რა მომენტში ჩაჯდა. აქედან გამომდინარე, ბრალი აბსურდულად მიმაჩნია. აღნიშნული დანაშული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია",-განაცხადა გიორგი სოსანაშვილის ადვოკატმა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის. 2015 წლის 17 აპრილს, სოსანაშვილს დაუმძიმდა ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის. მოგვიანებით, 2015 წლის 22 ივნისს, იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი კვლავ დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)