23:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 17:56:03, 1867 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ყველა გლეხს და ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა სახელწიფოს მხრიდან, როგორც მიწის დამუშავების, ისე ადგილობრივი წარმოების კუთხით

აჭარის მთავრობამ რეგიონის საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა.

აჭარის მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური პროცესების მართვის მოკლე და გრძელვადიან მოდელზე იმსჯელეს და საგანგებო ბიუჯეტის პარამეტრები განიხილეს.

„დავასრულეთ საგანგებო ბიუჯეტზე  მუშაობა. ბიუჯეტის პროექტი გადაეგზავნება  უმაღლეს საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ  შესაბამისი ცვლილებება და დაახლოებით 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება  ინფექციასთან ბრძოლას და გადანაწილდება, როგორც საკარანტინე სივრცეებზე,  ასევე ჯანდაცვის მარაგების შევსებაზე", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბიუჯეტის პრიორიტეტად ჯანდაცვასთან ერთად სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა დაასახელა:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცენტრალური საკითხი ამ საგანგებო ბიუჯეტში გახლავთ  სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. უმაღლეს საბჭოს წარვუდგენთ  პროექტს, რომლის საფუძველზეც  აჭარაში ყველა გლეხს, ყველა ფერმერს   ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე  პირველადი სასურსათო   წარმოების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე სურსათის  უსაფრთხოება. შესაბამისად გარდა იმ  პროგრამისა რომელიც  დაანონსდა ცენტრალურ დონეზე, ჩვენ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან  აჭარაში პრაქტიკულად ყველა გლეხს და  ფერმერს მივცემთ შესაძლებლობას   როგორც ხვნა - თესვის, ასევე შემდგომ ადგილობრივი წარმოების კუთხით ჰქონდეთ  მაქსიმალური მხარდაჭერა  სახელწიფოს მხრიდან", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ამ დროისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტში არსებული რესურსების მოძიება და მათი ეფექტურად ათვისების სხვადასხვა ინიციატივა შეიქმნა, რათა მსოფლიო პანდემიის შედეგად მიღებულმა გამოწვევებმა მაქსიმალურად ნაკლებად დააზიანოს რეგიონის ეკონომიკა,  ნაკლებად მტკივნეულად მოხდეს ეკონომიკური პროცესების სწფარად გაგრძელება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics