|
2020-04-27 16:25:37, 1414 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია და ის ხატია არველაძეა. გამარჯვებული ბერლინის Miami Ad School EU-ში საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2 წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის. გამარჯვებული 5 კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe - ის წარმომადგენელი, ასევე მერი გიორგობიანი - არტ დირექტორი (2014-2016 MASE), აკო ახალაია - Marketer.ge-ს დამფუძნებელი და ბექა გუჯეჯიანი - ნიკა გუჯეჯიანის ძმა. ჟიურიმ გამარჯვებული კონკურსში მონაწილე 18 კანდიდატს შორის შეარჩია. სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ MASE-ში, ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგი სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე: Art Direction,Copywriting, Creative Technology და ასევე კრეატიული ნამუშევარი თემაზე: Beauty of Georgia. „ნიკას სურვილი იყო მეტ ქართველს ჰქონოდა შესაძლებლობა ესწავლა MASE-ში, სწორედ ამ მიზნით და Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. შედეგად, ყოველწლიურად 1 ნიჭიერ ადამიანს უკვე აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს MASE-ში სრული დაფინანსებით. გვინდოდა ეს შესაძლებლობა მართლაც განსაკუთრებული და ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა, რადგან განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. რა უნდა იცოდე Miami Ad School-ის შესახებ? Miami Ad School EU-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)