23:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 15:28:22, 1819 ნახვა

რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ჩაიკეტა

თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რაიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ცენტრის ჩაკეტვის, რადგან მაქსიმალურად შევზღუდოთ კომუნიკაცია და მივიღოთ პრევენციული ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს გარკვეული გამოცდილებები და მივყვებით ინსტრუქციებს.

დილიდან მიდის შესაბამისი პოლიციური დანაყოფებისა და თავდაცვის დანაყოფების მიერ შესწავლა გეოგრაფიის და პრაქტიკულად უკვე რეალიზდება, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი იქნება ჩაკეტილი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები არ იკეტება, სამ სოფელში არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ჩაკეტვის საჭიროება არ არის“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 20-მდე დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics