23:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 19:24:07, 1646 ნახვა

რეგიონი
სოციალური აქცია შუახევში

მოქალაქეთა და კერძო კომპანიების ინიციატივითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განვაგრძობთ შუახევში მცხოვრები ოჯახების დახმარებას.

მორიგ სოციალურ კამპანიას შემოუერთდა შპს ,,მშენებელი+“-ს დამფუძნებელი ზაურ გოგიტიძე, რომელმაც მუნიციპალიტეტს 150 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა.

,,მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა კორონავირუსთან ბრძოლაში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, მათ შორის კომპანია ,,მშენებელი+“-ს, რომლის მხარდაჭერით ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადავეცით პირველადი მოხმარების პროდუქტი. საქველმოქმედო აქცია მომდევნო დღეებში გაგრძელდება და მოიცავს დღვანისა და შუბნის თემების სოფლებს. ამ ეტაპზე კერძო სექტორის დახმარებით შუახევში 800-მდე შეჭირვებულ ოჯახს გაეწია დახმარება“-აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გამოიჩინეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე:-08 000 000 08; 577 20 22 54; 593 33 06 67.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics