|
2020-04-22 20:00:27, 1960 ნახვა
საზოგადოება
ხუნდაძე - სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ - რეგულაციების მოხსნა კრიზისული ფაზის ზღურბლზე იქნება არასწორი გადაწყვეტილება
„ჯობია მოვითმინოთ, ვიდრე შემდეგ მოუთმენელი დაგვემართოს, სიფხიზლე არ გავუშვათ ხელიდან - დღეს საჭიროა, რომ ეს რეგულაციები კიდევ რამდენიმე დღე შევინარჩუნოთ“,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ PosTV-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ხუნდაძემ მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა შეაფასა და ამ კონტექსტში, ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან სწორი რეაქციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენთან, როდესაც უკვე პრეკრიზისულ ფაზას ვასრულებთ და პრაქტიკულად, მივადექით უკვე კრიზისული ფაზის ზღურბლს, რომ მოვხსნათ ეს რეგულაციები, რომლებმაც შედეგი მოგვცა - იქნება არასწორი გადაწყვეტილება და ყველა მიღწეულ შედეგს ჩავყრით წყალში. წყალში ჩაყრა იქნება ტოლფასი ძალიან ბევრი გარდაცვლილი დაინფიცირებული მოქალაქისა. ამის უფლება არ გვაქვს. კარგია, რომ ეპიდსურათი გვაძლევს სითამამეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ არის კრიზისული ფაზა და შეიძლება, მივიღოთ ფეთქებად საშიში ეპიდემიოლოგიური ვითარება, ნახტომისებური ზრდა, როდესაც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გაუძლოს, იმას, რომ მიმართვიანობა ამ სექტორში გაიზარდოს. ასეთი სურათი ვიხილეთ ბევრ ქვეყანაში, სადაც ექიმებს უწევდათ ძალიან მძიმე არჩევანის გაკეთება, ვისთვის ემკურნალათ და ვისთვის არა. ჩვენ ამ სურათს რეგულაციების საშუალებით დავშორდით, მაგრამ შანსი იმისა, რომ სამწუხაროდ მძიმე სცენარი განვითარდეს, თუ არასწორი რეაქციები გვექნება როგორც საბჭოს, ასევე საზოგადოებას, სამწუხაროდ, შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომ ჯობია მოვითმინოთ, ვიდრე შემდეგ მოუთმენელი დაგვემართოს. სიფხიზლე არ გავუშვათ ხელიდან, დღეს საჭიროა, რომ ეს რეგულაციები კიდევ რამდენიმე დღე შევინარჩუნოთ",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)