|
2020-04-22 14:24:49, 2311 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე პრეზიდენტს - საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრემიერისგან რომ წერილი მიიღეთ, კითხვები არ გაგიჩნდათ?
საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრემიერისგან რომ წერილი მიიღეთ, კითხვები არ გაგიჩნდათ? - ასე მიმართა ფრაქცია „დამოკიდებელი დეპუტატების“ წევრა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილს. მისი თქმით, პარლამენტი არაადეკვატურად იქცევა და აცდენილია საზოგადოების ინტერესს. „პარლამენტი არაადეკვატურად იქცევა და აცდენილია საზოგადოების ინტერესს. საზოგადოების ინტერესია, პირველ რიგში მიიღოს ინფორმაცია. ჩვენი ინტერესიცაა, რომ მივიღოთ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია და ამოკრეფილად არ ვეძებოთ მედიაში განცხადებები. ქალბატონ პრეზიდენტთან მაქვს კითხვები, როდესაც მიიღო პრემიერისგან წერილი, რა მდგომარეობაა, რამდენი ინფიცირებულია, როდის უნდა მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა და ასე შემდეგ ... ეს წერილი, რომ მიიღეთ ქალბატონო პრეზიდენტო კითხვები არ გაგიჩნდათ? პარლამენტში როდესაც შევიკრიბებოდით, ან დაგევალებინათ ან გეთხოვათ მთავრობის წევრებისთვის, რომ ვინმემ გააკეთოს, რაიმე ციფრებზე ამ ქვეყანაში ოდესმე იქნება საუბარი? „თუ მოდით ახლა ასე ვქნათ“ - აი ასე უნდა იყოს ? მგონი არაადეკვატურობის იქით არის ეს ყველაფერი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)