|
2020-04-18 09:43:59, 10153 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 29 131 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 29 131 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 702 164-ს მიაღწია. რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას მან 37 054 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ჩამოაყალია რამდენიმე პუნქტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული სეზღუდვები თანდათან უნდა მოიხსნას. მისი გადაწყვეტილებით იმ შტატებს, სადაც 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების შემცირება დაფიქსირდება, შესაძლებლობა აქვთ პირველ პუნქტზე გადავიდენენ. პირველ პუნქტზე შესაძლებელია ადამიანების სამსახურებში დაბრუნება და საკარო სივრცეების გახსნა. უკვე მეორე ეტაპზე თუ საგანგაშო მდგომარეობა არ დაფიქსირდება, შტატს შესაძლებლობა აქვს სკოლების გახსნის. დაბოლოს, თუ პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა, მესამე ფაზაში თითქმის ყველა აქტივობა ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება - თუმცა დაუცველ პირებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ გარკვეული დისტანცია დაიცვან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)