|
2020-04-15 01:55:45, 2467 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ნაცვლიშვილი- როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა - ფული საიდან აქვსო
„როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, მართლა ვფიქრობდი, რას დაუპირისპირებენ ამას და ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა - ფული საიდან აქვსო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში ქველმოქმედებისთვის, ფონდი „ქართუს“ გავლით, რომელსაც ყოველწლიურად ამოწმებს მისივე თხოვნით Big Four-ის აუდიტორიული კომპანია, რომელიც ამ დასკვნებს დევს. ეს დასკვნები საჯაროა ყველასთვის, ყველა თეთრი დაცულია. „როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, მართლა ვფიქრობდი, რას დაუპირისპირებენ ამას და ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა - ფული საიდან აქვსო. როგორი კითხვა არის, იცი? კალაძესთან ჩხრეკა რო ჩაატარო და ბუცები იპოვო და შენ საიდან გაქვს ბუცებიო. ხომ გესმით, კაცი არის 20 წელი ოფიციალური მილიარდერი, 20 წელი! მარტო 3 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში ქველმოქმედებისთვის, ფონდი „ქართუს“ გავლით, რომელსაც ყოველწლიურად ამოწმებს მისივე თხოვნით Big Four-ის აუდიტორიული კომპანია, რომელიც ამ დასკვნებს დევს. ეს დასკვნები საჯაროა ყველასთვის, ყველა თეთრი დაცულია. ყველამ იცის, რომ ერთადერთი დონატორი და ერთადერთი დამფუძნებელი ამისა არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ყველა თანხა, მისი ოჯახის პირადი თანხაა, რომელმაც გაიარა ყველა განსაწმენდელი, საბიუჯეტო იქნებოდა თუ ფისკალური. ეს ფული მოდის, იმიტომ რომ ეს არის მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური კაპიტალი“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)