18:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 16:09:28, 1324 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არსებული ინფორმაციის საფუძველზე იქნება მიღებული

„გრძელდება ყოველდღიური კონსულტაციები თითოეულ იმ თემასთან და საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ეპიდემიის გავცელებას და ამ ყოველდღიურ რეჟიმში მიღეებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ  ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებეულია 22 აპრილამდე, შესაბამისად, მათ აქვთ კიდევ ერთი კვირა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

„ეს უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებების ამომავალი წერტილი, მათ შორის, ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც. ამასაც აქვს თავის სამართლებრივი პროცედურა, როგორც წესი, ჯერ გამოიცემა პრეზიდენტის შესაბამისი აქტი და ამის შემდეგ პოსტ-ფაქტუმ ამტკიცებს მას პარლამენტი. სავარაუდოდ, უფრო რეალურია, რომ მომდევნო კვირაში დამტკიცდეს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი, თუ გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობის გაგრელება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics