|
2020-04-13 15:39:49, 1538 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე ოქრუაშვილის განაჩენზე - მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ
„ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას და აღნიშნა, რომ „მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“. მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ოპოზიციასა და პოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო. ამ შეთანხმების ჩაგდებას კი ოპოზიცია და ის საერთაშორისო პარტნიორები, რომელბმაც შეთანხმების შესრულებაზე თავისი რეპუტაცია დადეს, არ შეეგუებიან. „ახლა ამათ ჰგონიათ, რომ რადგან პანდემია არის ეს ყველაფერი ისე ჩაივლის. არავითარ შემთხვევაში ისე არ ჩაივლის ეს არც ოპოზიციის მხირდან და არც საერთაშორის ორგანიზაციებისა და საელჩოების მხრიდან, რომლებმაც თავის რეპუტაციაზე იტვირთეს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)