20:42 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 13:00:35, 1516 ნახვა

საზოგადოება
პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა „თიბისის“ მობაილბანკში უკვე შესაძლებელია

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა. პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, დღეიდან უკვე შესაძლებელია მობაილბანკიდან თანხის მხოლოდ პირადი ნომრით გადარიცხვა, თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე.

ტრანზაქციის შესრულება ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა მობაილბანკის გადარიცხვების მენიუდან სხვასთან თანხის გადარიცხვის ღილაკი უნდა აირჩიოს და შემდეგ ადრესატის პირადი ნომერი დაამატოს. გადარიცხული თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე.  ახალი ფუნქციონალით სარგებლობა უფასოა.

„მობაილბანკის გუნდი მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს ისეთი დისტანციური სერვისები  და პროდუქტები შევთავაზოთ, რაც მათ ცხოვრებას გაუმარტივებს. იმედი გვაქვს, პირადი ნომრით გადარიცხვის ფუნქციონალი მომხმარებელს უფრო გაუადვილებს ტრანზაქციების შესრულებას და დაზოგავს მათ დროს",  - თეა კობახიძე, თიბისის მობაილბანკის გუნდის კაპიტანი.

„თიბისის“ მობაილბანკიდან თანხის გადარიცხვა ამ დრომდე საბანკო ანგარიშითა და მობილურის ნომრით იყო შესაძლებელი.  ახალი ფუნქციონალი მობაილბანკის შემდეგ მალე უკვე თიბისის ინტერნეტბანკშიც იქნება ხელმისაწვდომი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics