|
2020-04-13 10:07:40, 1570 ნახვა
საზოგადოება
საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს. იმერეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა შალამბერიძე გაეცნო. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და დარგობრივ საკითხებთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებითაც უწევენ კონსულტაციებს. რეგიონული სამსახურები აქტიურად აწვდიან ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს იმ მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს“, - განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, 2020 წლის გაზაფხულზე გაზრდილია სოფლის მეურნეობის რეგიონული სამსახურების მიერ გაწეული კონსულტაციების რაოდენობა, კონსულტაციები ეხება ნიადაგის მომზადებას, დაგეგმარებას და რეკომენდაციებზე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებს. უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს სასათბურე მეურნეობებში ჩითილების გადარგვის პროცესი. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ნიადაგური და კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდეს სამუშაოების განხორციელება, რაც საბოლოოდ აისახება მოსავლის ხარისხზე და რაოდენობაზე.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)