14:47 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-12 17:19:04, 4979 ნახვა

მსოფლიო
ტურინში ქრისტეს სუდარა გამოფინეს რაც იშვიათად ხდება

ტელეკამერების წინ, რომის პაპის გადაწყვეტილებით ქალაქ ტურინში ქრისტეს სუდარა გამოფინეს, რაც იშვიათი მოვლენაა. - იტალიური მედიის ცნობით, მაშინ როცა მსოფლიოს გასაჭირი უდგას, მნიშვნელოვანია ადამიანის ქრისტესთან დაახლოვება.

ქრისტეს სუდარა (აგრეთვე ცნობილი როგორც ტურინის სუდარა) — ქსოვილის ნაჭერი (სუდარა), რომელშიც გადმოცემით იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალებისას. ამჟამად ინახება ტურინის საკათედრო ტაძარში. ახალ აღთქმაში ქრისტეს მოციქულები ადასტურებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს (საიდუმლო) მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, გაახვიეს სუდარაში და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში, ისე, როგორც ებრაელები ჩვეულებისამებრ მარხავდნენ გარდაცვლილებს. იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4,36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია. ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics