|
2020-04-11 16:26:47, 1619 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, დიღმის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, დიღმის მასივში, ცხრასართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე, საცხოვრებელი ბინის ოთახი და აივანი იწვოდა. უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის შეკავება და ხანძრის სრული ლიკვიდირება შეძლეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, დიღმის მასივში, ცხრასართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ოთახი და აივანი იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მისამართზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა მისვლისთანავე, დაუყონებლივ განახორციელეს ამავე სადარბაზოში, ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ქრობის სამუშაოები დაიწყეს. მუშაობას ძლიერი ქარი ართულებდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის შეკავება და ხანძრის სრული ლიკვიდირება შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)