22:27 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 14:57:03, 1167 ნახვა

საზოგადოება
ზალკალიანი - ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ კი 10 მოქალაქე, რეისზე არ გამოცხადდა, რის გამოც მათი ჩანაცვლება მოგვიწია

ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ კი 10 მოქალაქე, რეისზე არ გამოცხადდა, რის გამოც მათი ჩანაცვლება მოგვიწია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა საელჩოებთან და საკონსულოებთან მუდმივად ონლაინ კავშირზე იყვნენ.

„სპეცრეისების მიმართულებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. ჩვენ გუშინ გვქონდა ათენიდან რეისი, 130-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე და ამის გამო, ჩვენ მოგვიწია ძალიან სწრაფ რეჟიმში ის მოქალაქეები, რომლებიც იდგნენ რიგში მათი ჩანაცვლება. მიუხედავად ამისა, მაინც 3 ადგილი ცარიელი დარჩა. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ იყონ მუდმივად ონლაინ კავშირზე ჩვენს საელჩოებსა და საკონსულოებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics