|
2020-04-08 14:03:00, 2281 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა ქვეყნის 2425 მოქალაქეს, 40-ზე მეტ ქვეყანაში შესაბამისი დახმარება გაუწია
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღესი მდგომარეობით, საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა საქართველოს 2425 მოქალაქეს, 40-ზე მეტ ქვეყანაში შესაბამისი დახმარება გაუწია. მინისტრის თქმით, მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფისა და ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა, ქვეყნის დიპლომატები საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას აგრძელებენ. „დღეის მდგომარეობით, როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს მოვახსენე 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2425 მოქალაქეს გაუწია შესაბამისი დახმარება საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა. დახმარება მოიცავს როგორც საცხოვრებლით, ასევე საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით და სხვა გადაუდებელი რეკომენდაციებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს ზუსტად ის რაოდენობა და ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენი მისიები ახორციელებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში. ჩვენი დიპლომატები, საკონსულო დაწესებულებები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე. სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა ყველა იმ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში, სადაც პანდემიის დინამიკა არის მზარდი. ჩვენს დიპლომატებს ამ სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჩნდებათ საქმიანობის განხორციელება და მას ახორციელებენ ძალიან ღირსეულად. მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფისა და ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას, იმ არსებული რესურსის ფარგლებში, რა რესურსიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია, რა რესურსიც არის გამოყოფილი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით და იმ მექანიზმების ამოქმედებით, რომელიც ჩვენ გვაქვს საპატიო კონსულების სახით და ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიების და კერძო პირების დახმარების საშუალებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)