11:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 11:51:18, 15379 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს pcr გამოკვლევით COVID ინფექცია არ დაუდასტურდა

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გუშინ, კლინიკის მედპერსონალს ჩაუტარდათ pcr გამოკვლევა და არც ერთ მათგანს COVID ინფექცია არ დაუდასტურდა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 2 პავციენტი დატოვებს, რომლებსაც კოვიდ ინფექცია აღარ უდასტურდებათ.

„გუშინ ჩვენს კლინიკაში ჩატარდა მასიურად მედპერსონალის გამოკვლევა pcr მეთოდით. საბედნიეროდ, არცერთ ჩვენს თანამშრომელს არ დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია.

დღეს ჩვენი კლინიკიდან კო-ვირუსის გარეშე ეწერება 2 პაციენტი. ასევე, პაციენტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში არიან მოთავსებული, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათი მდგომარეობა ყვალა მათგანთან ამ ეტაპამდე დადებითია. ქალბატონების პირველადი ტესტები დღეს იგზავნება და პროტოკოლის მიხედვით ხვალ განმეორდება და თუ მოვა დადებითი პასუხები, ისინი აუცილებლად დატოვებენ კლინიკას.

ასევე მინდა გითხრათ, რომ პაციენტი, რომელიც არის 42 წლის და ჩვენს კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტია, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს. რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ერთ მათგანთან გავიდა მე-14-ე დღე, 24 კვირის ორსულთან, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics