|
2020-04-08 11:47:19, 1101 ნახვა
საზოგადოება
ფოთის საგუშაგოებზე თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა
ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა. ავტოტრასნპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ. მხოლოდ ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი, სამხედრო ექიმები მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ამუშავებენ, მის კონტაქტებს არკვევენ და ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუყოვნებლივ აწვდიან. კარანტინის გამოცხადების შემდეგ ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი შსს წარმომადგენლებთან ერთად მდინარე რიონთან და მალთაყვასთან გადაადგილების კონტროლის ორ პუნქტზეა მობილიზებული. სამხედროებსა და სამართალდამცავებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კონტროლი და სპეციალური ხსნარებით დეზინფექციის ჩატარება, ასევე მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)