|
2020-04-08 10:51:35, 1268 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს
მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. მისი თქმით, თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინე ზონად, სადაც მსხვერპლები განთავსდებიან თავშესაფრებში გადანაწილებამდე 2 კვირით, ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით. „საქართველოს სახალხო დამცველი გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პრიორიტეტად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მომხდარ შემთხვევებზე დაცული, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას. მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზიულ ცენტრებსა და თავშესაფრებში. ამ ეტაპზე, თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინე ზონად, სადაც მსხვერპლები განთავსდებიან თავშესაფრებში გადანაწილებამდე 2 კვირით, ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)