|
2020-04-06 14:34:21, 1275 ნახვა
კომენტარი
თურნავა - პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე, რომლითაც შევძლებთ კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა
„ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებულები ვართ გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე და ასევე როდის მოერევა მსოფლიო ამ გამოწვევას, კორონავირუსს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, გლობალური კრიზისის ზემოქმედება დაიწყო ტურიზმიდან და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით, მაგრამ დღესდღეობით უნდა ვისაუბროთ, მთლიანად რა ზარალს განიცდის ეკონომიკა. „შიდა ტურიზმი შეიძლება უფრო მალე განვითარდეს, როგორც კი ჩვენ შევძლებთ თქმას, რომ უსაფრთხოდ ვართ და მოვერიეთ ამ გამოწვევას, მაგრამ ტურიზმის განვითარებაში ძირითადი კონტრიბუტორი იყო საერთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო, უცხოელი მოგზაურები და აქედან გამომდინარე, ეს მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მარტო ჩვენზე და ჩვენს ქმედებებზე არ არის დამოკიდებული",- განაცხადა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაანეიტრალონ ნეგატიური ზემოქმედება მოსახლეობსა და ბიზნესზე. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავანეიტრალოთ და შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება მოსახლეობასა და ბიზნესზე და რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური გავხადოთ ვირუსთან ბრძოლის პერიოდი, რომ ყველაზე მძიმე - ბიზნესების გაჩერების დრო მაქსიმალურად მოკლე იყოს. ასევე პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ პოსტკრიზისული ეკონომიკის აღორძინების და სტიმულირების გეგმაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, შევძლოთ, კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)