|
2015-08-11 12:38:52, 5229 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობა შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს შექმნაზე მუშაობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ დღეს, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, გიზო სართანიამ შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე და მათ საჭიროებებზე ისაუბრა. სართანიამ ყურადღება გაამახვილა შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე. ამასთან, გამგებლის წარმომადგენლებს სპეციალური კითხვარი გადაეცათ, სადაც ჩამოთვლილია შემდეგი საკითხების მოკვლევა; რამდენი სკოლაა სოფელში, სწავლობს თუ არა შშმ პირი (რომელ კლასშია). ადპტირებულია თუ არა სკოლა, კლასი, სველი წერტილი? რამდენი სკოლამდელი დაწესებულებაა სოფელში, არიან თუ არა შშმ ბავშვები. ადაპტირებულია თუ არა ბაღი, სველი წერტილი? ასევე კითხვარში მითითებულია სხვა დაწესებულებები, სადაც საჭიროა ადაპტაცია მათ შორის მშენებარე ობიექტებიც. გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განმარტებით გამგეობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ჩაერთვება ამ პრობლემის მოგვარებაში და იზრუნებს შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაში. სართანია აქვე დასძენს, რომ გამგეობა შშმ პირთათვის მომვლელთა პროგრამას უკვე ახორციელებს და არა ერთ ბენეფიციარს გაეწია ამ პროგრამით დახმარება. „მომვლელის პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ ბენეფიციარებს შეუძლიათ, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეზღუდული აქვთ“. – განაცხადა გიხო სართანიამ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)