|
2020-04-04 11:42:53, 2144 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძის სახელით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკ-გვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეყავს. „სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა!... ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება! გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)