|
2020-04-01 21:36:57, 1256 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ორგანიზებით, ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩარტერული რეისით ჩამოვიდნენ
საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან თბილისში ჩამოვიდა ჩარტერული რეისი, რომლის ბორტზეც საქართველოს 102 მოქალაქეა. ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან. რეისმა ასევე ჩამოიყვანა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა. ჩარტერულo რეისით სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებმაც ბულგარეთი - თურქეთის საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხების გამო, ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება. ბულგარეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, ამ ქვეყანაში ქართველთა დიასპორის ფინანსური მხარდაჭერით, მათ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიაწოდეს და სამშობლოში დაბრუნების საკითხის მოგვარებაში დაეხმარნენ. ბულგარეთიდან ჩარტერული რეისი ავიაკომპანია „Myway Airlines" -მ შეასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)