|
2020-04-01 16:52:03, 1264 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - საპატრიარქოსთან კოორდინაციით დავგეგმავთ, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით დაგეგმავს, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული. ამის შესახებ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ, როდესაც 3 კაცზე მეტის შეკრება საგანგებო მდგომარეობის გამო იკრძალება, როგორც ჩატარდება აღდგომის დღესასწაული და აქვს თუ არა კოორდინაცია მთავრობას საპატრიარქოსთან, გომელაურმა ასე უპასუხა: „საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით საკითხები. აღდგომა მოდის, თუმცა ჯერ ორი კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით თუ როგორი ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით! ორ კვირაში რა იქნება არავინ იცის, მსოფლიოში არავინ იცის და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)