|
2020-04-01 14:49:09, 1183 ნახვა
საზოგადოება
ვერაზე მაჭავარიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 1 900 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღნიშნული ქუჩა იყო ამორტიზებული. შესაბამისად, მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს პარალელურად, კიდევ რამდენიმე მისამართზე ახორციელებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. აღნიშნული სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)