|
2020-04-01 13:07:13, 1334 ნახვა
საზოგადოება
დღეს ბულგარეთიდან საქართველოს ასამდე მოქალაქე სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნდება
ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ასამდე მოქალაქეს სამშობლოში დღეს, ჩარტერული რეისით დააბრუნებს. აღნიშნული ფრენა, ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება. მგზავრებს შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების ის მძღოლებიც არიან, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა. Myway Airlines-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს და საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)