|
2020-03-31 10:33:53, 1095 ნახვა
საზოგადოება
უფასო ონლაინ კურსი მეწარმეებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ კურსებს იწყებს, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, შექმნან თავიანთი ბიზნესის მხარდამჭერი ონლაინ პლატფორმები, გაეცნონ მათი მართვის ძირითად ფუნქციებსა და აუდიტორიასთან მუშაობის პრინციპებს. ასევე გამოიყენონ Google სერვისები და თავიანთი პროდუქტი თუ მომსახურება განათავსონ ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე. ონლაინ კურსი 2020 წლის 31 მარტს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 14:00 საათზე. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://bit.ly/2WBGFdD ან გაწევრიანდეთ ფეისბუქ ჯგუფში https://www.facebook.com/groups/interneti/ პროექტი ხორციელდება პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)