|
2020-03-30 17:47:56, 1579 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - სწრაფი ტესტების დრო იქნება მაშინ, როდესაც გაჩნდება ამის აუცილებლობა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში სწრაფი ტესტების დრო მოვა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. მისი თქმით, სწრაფი ტესტები არ ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები ქუჩაში გამოვლენ და მასობრივ ტესტირებას დაიწყებენ. „სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე და ამაში ფუნქცია არ არსებობს, არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები, არ არსებობს. შესაბამისად, სწრაფი ტესტები ჩვენს შემთხვევაში, დღეს ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო არის პირველ რიგში, იმ სოციალური კონტროლის ჯგუფებისთვის, რომელიც წინა ხაზზე არის. სწრაფი ტესტების დრო იქნება მაშინ, როდესაც იქნება ამის აუცილებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)