|
2020-03-29 18:02:49, 2024 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - PCR ტესტებით ესპანეთში ცუდი შედეგი მიიღეს, ჩვენ ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ ქვეყანაში სხვა ტესტები შემოვა
PCR ტესტებით ესპანეთში ცუდი შედეგი მიიღეს, ჩვენ ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ ქვეყანაში სხვა ტესტები შემოვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მთავარია ის, რომ pcr ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს. „უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან. ამ კონკრეტულ ტესტებს რაც შეეხება, ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მსგავსი პრობლემებია. ესპანეთში ცუდი შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. PCR ტესტების მარაგი გვაქვს ამ ეტაპზე. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ pcr ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)