|
2020-03-29 16:42:48, 2179 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს ის, ვინც დღევანდელ პირობებში თვლის, რომ ეკლესიაში არ უნდა იარო
სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს ის, ვინც დღევანდელ პირობებში თვლის, რომ ეკლესიაში არ უნდა იარო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. მისი თქმით, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეკლესიაზე საუბარი, ღვთის წინაშე ყველა დამარცხდება. „მე მგონია, რომ სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს ის სასულიერო პირი, რომელიც, თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის რომ არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში. ის რომ მაინცდამაინც ეკლესიაზე არის საუბარი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მსოფლიოს რომელი ძალებისგანაც, ჩვენს ქვეყანაში, რომელი პარტიებიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მაინც დამარცხდებიან ღვთის წინაშე. თუ რამის ძალა აქვთ, თუ მაგათ სიტყვას ფასი აქვს, კორონავირუსს უთხრან რომ წავიდეს, გაშორდეს კაცობრიობას“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)