|
2020-03-29 15:30:08, 2232 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - დისტანცია დაცული იყო, სამებაში მორწმუნე მრევლისგან სანიმუშო დისციპლინა შეიმჩნეოდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მღვდელი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიაში დისტანციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია დაცულია. მისივე თქმით, თუ სხვა მკაცრი რეკომენდაციები იქნება, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს. „ხალხი გარეთაც ესწრება მსახურებას, შიგნით კი დისტანცია არის დაცული. მგონია, რომ ის, რაც დღეს ვნახეთ სამებაში არის სანიმუშო დისციპლინა და მორწმუნე მრევლისაგან პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღისათვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი. ამიტომ, რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ ყველა. რაც შეეხება ამ საიდუმლოს, ეს არის მსახურების წესი, რომელსაც ვიცავთ. სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში, იქ შეიძლება რაიმე რეკომენდაციები კიდევ დაზუსტდეს და თუ მანამდე იყო სარეკომენდაციო, ეს გახდეს ლოცვა-კურთხევით სავალდებულოდ შესასრულებელი. ჯერჯერობით ვერანაირი მსახურების წესი სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)