|
2020-03-28 16:34:50, 1933 ნახვა
საზოგადოება
პაატა იმნაძე - პოლიტიკაში მრევენ, თავი დამანებონ, ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი? გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები
„მე პოლიტიკოსი არ ვარ და სხვათაშორის, პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებოს სულ ყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ოპონენტებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. იმნაძის თქმით, ქვეყანას დღეს სახლში ყოფნა სჭირდება. „მე პოლიტიკოსი არ ვარ და სხვათაშორის, პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებოს სულ ყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი. თავი დამანებონ, იმიტომ, რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე... იქ, იმ ბანაკში ჭკვიანები ხომ არიან?! თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი? იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ რა თავიანთ ადგილას, სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ბრაზობდა თუ არა ის პოლიტიკოსებზე, პაატა იმნაძემ უპასუხა „ძალიან კარგად იციან, ვისზეც ვილაპარაკე“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)