|
2020-03-28 16:00:04, 1911 ნახვა
რეგიონი
ქედის ისტორიული მუზეუმი რეაბილიტირებულ შენობაში გადაინაცვლებს
დაბა ქედაში, მ კოსტავას ქუჩა N3 -ში მდებარე (ყოფილი რაიკომის) შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. აღნიშნულ შენობას რეაბილიტაცია ქედის ისტორიული მუზეუმის ადგილმონაცვლეობის გამო ჩაუტარდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000 ლარამდე იხარჯება. შენობა ისტორიულია, იგი აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს და გამოიყენებოდა როგორც იმდროინდელი მმართველობის ადმინისტრაციულ ცენტრად, ასევე პირველ სართულს საკნადაც, სადაც ეროვნული გმირი ,,მევლუდი" ჰყავდათ დაპატიმრებული. გარდა ამისა, შენობა ყადირ შერვაშიძის სახელობის სკვერშია განთავსებული. პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს და ქედის ისტორიული მუზეუმი უკვე შეძლებს ვიზიტორებს თანამედროვე ტიპის შენობაში, ახალი საგამოფენო სივრცეებითა და კიდევ უფრო საინტერესო კუთხეებით უმასპინძლოს. #მნიშვნელოვანიინფრასტრუქტურა #სამუშაოებიგრძელდება #დარჩისახლში
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)