|
2026-08-14 16:09:42, 474 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
რუსეთი უარს ამბობს თურქეთის ინიციატივაზე, რომელიც შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებებსა და გემებზე დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი ამ ეტაპზე მსგავსი ზომების მისაღებად რეალურ საფუძველს ვერ ხედავს. აღნიშნული ინიციატივით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი გამოვიდა. მან სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარამ რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში შეტევების შეწყვეტის სპეციალური მექანიზმის შექმნა შესთავაზა, შესაბამისი ოფიციალური წინადადებები გადასცა და მხარეებისგან პასუხს ელოდებოდა. ფიდანის განმარტებით, შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთს მსგავსი თხოვნით ადრე უკრაინულმა მხარემაც მიმართა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)