15:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-13 18:56:02, 387 ნახვა

საზოგადოება
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში

როგორ შეიძლება ბავშვმა ქართულ ენასთან კავშირი შეინარჩუნოს მაშინ, როცა ის საქართველოსგან შორს იზრდება? სწორედ ამ კითხვას პასუხობს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტი "იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი". 

პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის ყოველდღიურ გარემოში ინტეგრირებას და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში შექმნილი იავნანას ვერსიები ქართული ენის სწავლას ბავშვისთვის ნაცნობ და ბუნებრივ გარემოს - ძილის წინ მოსმენილ მუსიკას  უკავშირებს. ჩანაწერებში მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე და შემდეგ კი ქართულად ჟღერს, რაც ქართულ სიტყვებს მისთვის უკვე ნაცნობ მნიშვნელობებთან და ყოველდღიურ კონტექსტთან აკავშირებს.

"იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი" ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა. სამივე ვერსიის მოსმენა უკვე შესაძლებელია YouTube-ზე:

ქართულ - ინგლისური ვერსია 

ქართულ - იტალიური ვერსია

ქართულ - ბერძნული ვერსია

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებს აქტიურად უჭერს მხარს და მათთვის სამშობლოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებისთვის არაერთ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება პროექტი "იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი", რომელზეც ბანკთან ერთად კრეატიულმა სააგენტო "სუპერმარკეტმა" და Heima Production-მა იმუშავეს.

ზოგჯერ ქართულ ენასთან კავშირი ერთი იავნანას მოსმენით იწყება





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics