15:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-13 10:56:07, 605 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა.

მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში გაეცნო.

კლინიკის ექიმის გია კიკაბიძის თქმით, 11 პაციენტი, მათ შორის 6 ბავშვია, მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. 

„დილის 05:00 საათზე შემოიყვანეს 11 პაციენტი, მათ შორის 6 ბავშვია, მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. მართვით სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ არის. ინტენსიურში მყოფებს მცირე ზომის სისხლჩაქცევა უფიქსირდებათ, კონტაქტურები არიან, საოპერაციო არცერთი მათგანი არ არის. ბავშვების კლინიკიდან გაყვანა შესაძლებელია, თუმცა არ ვიცით, ზოგიერთის მშობლები სად არიან, რამდენიმე მათგანის მშობელი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვების ასაკი 4-დან 15 წლამდეა”, - აღნიშნა ექიმმა.

შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics