|
2026-08-05 10:41:21, 1122 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
5 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევსა და მის მიმდებარე რეგიონს ბალისტიკური რაკეტებითა და თავდასხმის დრონებით შეუტია. უკრაინის დედაქალაქში შვიდზე მეტ ადგილას დაფიქსირდა დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 5 აგვისტოს ღამეს, რუსულმა ძალებმა კვირაში მესამედ განახორციელეს მასშტაბური დარტყმა კიევსა და კიევის რეგიონზე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. მისი თქმით, ობოლონსკის რაიონში საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, ასევე საწყობები, საოფისე შენობა და არასაცხოვრებელი შენობები. დესნიანსკის რაიონში საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, რაკეტის ფრაგმენტები კი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა. ჰოლოსიევსკის რაიონში კერძო სახლი ნაწილობრივ განადგურდა, ხოლო არასაცხოვრებელი შენობის დარტყმის შემდეგ ამიაკის გაჟონვა მოხდა. ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)