15:29 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-04 23:11:22, 726 ნახვა

ევროპის ამბები
ურსულა ფონ დერ ლაიენი: Scaleup Europe Fund პროცედურების დასრულების შემდეგ გასაშვებად მზადაა

დღეს, ევროკომისიამ დაასრულა Scaleup Europe Fund-ის შექმნისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი პროცედურა, განაცხადა ევროკომისიამ თავის ვებგვერდზე.

კომისიის ცნობით, ფონდი მხარს დაუჭერს ევროპული სტარტაპების განვითარებას მასშტაბირების ეტაპზე, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად გაიზარდონ და გლობალურად კონკურენცია გაუწიონ.

ფონდის სამიზნე მოცულობა 5 მილიარდი ევროა.

„როდესაც ევროპა ინვესტირებას ახორციელებს საკუთარ ინოვატორებში, ის ინვესტირებას ახორციელებს საკუთარ მომავალში. სწორედ ეს არის ჩვენი Scaleup Europe Fund-ის მიზანი. დღეიდან, ფონდი უზრუნველყოფს, რომ ევროპულ სტარტაპებს, აქ, ევროპაში, ჰქონდეთ წვდომა რესურსებზე, რაც მათ მსოფლიო დონის კომპანიებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, ევროპული ინოვაცია კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონდი ამჟამად სრულად ფუნქციონირებს და პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს წამყვან ევროპულ სტარტაპებში მასშტაბირების ეტაპზე.

ფონდის პირველი ინვესტიციები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში განხორციელდება. ფონდი მხარს დაუჭერს კომპანიებს მასშტაბირების ეტაპზე კრიტიკულ ტექნოლოგიურ სფეროებში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში, კვანტურ ტექნოლოგიებში, ბიოტექნოლოგიასა და სუფთა ტექნოლოგიებში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics